სიახლეები



ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტთან

         ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია "სამართლის სახლს" შორის. მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდული განათლების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო თუ სხვა მიმართულებებით. საქართველოს უნივერსიტეტი და "სამართლის სახლი" შეთანხმდნენ, ერთი მხრივ, სტუდენტებისათვის სხვადასხვა პრაქტიკული კომპონენტების შეთავაზებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, "სამართლის სახლის" ექსპერტების ჩართულობაზე უნივერსიტეტის ცალკეულ პროექტებში. მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა სამართლის სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ანა ხურციძემ, ხოლო "სამართლის სახლის" სახელით, მისმა დირექტორმა, ბატონმა ბეჟან ბეჟუაშვილმა.