სიახლეები



გერმანელი პროფესორის მოხსენება "სამართლის სახლში"

        „სამართლის სახლი“ აგრძელებს სამეცნიერო მოხსენებებისა და პრეზენტაციების ტრადიციას, ამჯერად უკვე საერთაშორისო ფორმატში:

         იურიდიულ კომპანია „სამართლის სახლს“ ამავე კომპანიის ექსპერტის, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის მოწვევით ესტუმრა კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით, დოქტორი მარტინ ვასმერი.  პროფესორმა ვასმერიმ გააკეთა საჯარო მოხსენება თემაზე: ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი გერმანიაში.

         პროფესორი მარტინ ვასმერი არის კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის,  გერმანულ-ამერიკული იურისტთა გაერთიანების წევრი. კითხულობდა ლექციებს ოსნაბრიუკის, ბაიროითისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.