სიახლეები



სამართლის სახლის ექსპერტის მოხსენება გერმანიაში

          იურიდიული კომპანია "სამართლის სახლის" ექსპერტი სისხლის სამართლის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი, მიწვეულ იქნა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტის მიერ ვორკშოპზე მოხსენების გასაკეთებლად, რომელიც შეეხებოდა სამართლის ტრანსფორმაციის საკითხებს. აღნიშნულ ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, დოქტორანტები და პროფესორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და მუშაობენ აღმოსავლეთევროპული ქვეყნების თემატიკაზე.

 

           სამართლის სახლის გუნდი ულოცავს ბატონ ბაჩანას!