პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა თავისი მიზნების, შიანაარსისა და მაშტაბურობის თვალსაზრისით უპრეცედენტო სამოქალაქო პროექტი - „სამართალი განვითარებისთვის“, რომელშიც იურიდიული კომპანია „სამართლის სახლი“ მიწვეული იყო ექსპერტის რანგში.
პროექტში მონაწილეობა მიიღო ევროპის 21 ქვეყნის იურიდიული, ბიზნეს და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა, 2000 სტუმარმა, მათ შორის 300 აქტიურმა წევრმა.
პროექტის მიზანი იყო ექსპერტების დახმარებით საუკეთესო იურიდიული გადაწყვეტილებების გამოვლენა, რომელიც ევროპის რეგიონს დაეხმარება ეკონომიკურ და სამართლებრივ განვითარებაში.