„თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარსა" და "სამართლის სახლს" შორის გაფორმდა კორპორატიული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევას, ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებში ორგანიზაციის წარმომადგენლობას ნებისმიერ მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში, კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების მუდმივი მონიტორინგს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების კონტროლის მიზნით და სხვა.