ჩვენ შესახებ



            "სამართლის სახლის" საქმიანობის ძირითადი პრინციპი, სხვადასხვა სფეროში, მაღალ აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელებაა. ჩვენ ვეწევით ეფექტურ, იურიდიულ მომსახურებას, რომლის გარანტიც, კლიენტის ინტერესების დასაცავად, კომპანიაში დასაქმებული გამოცდილი ექსპერტებისა და იურისტების მუშაობაა. 

         

           პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული იურიდიული მომსახურების კომპანია "სამართლის სახლი", ქართულ იურიდიულ სივრცეში, 2013 წლიდან გამოჩნდა და დღეს არაერთ წარმატებით დასრულებულ საქმეს, ლოიალურ მომხმარებელსა და მსხვილ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობას ითვლის. 

         

            კომპანია, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ჩართულია სტუდენტთა სტაჟირების პროცესში, რაც გულისხმობს, ახალი თაობისთვის, ჩვენი მრავალწლიანი, თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობას.

           

           ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მოტივატორი მოგებული საქმე, კმაყოფილი მომხმარებელი და იურიდიულ სფეროში სამართლიანობის აღდგენის საქმეში წვლილის შეტანაა. 

 

 


ჩვენი გუნდი

                 მიანდეთ თქვენი სამართლებრივი საკითხების მოგვარება პროფესიონალთა გუნდს. ჩვენთან თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ გაიზიაროთ და გამოიყენოთ კლიენტთან მომსახურების პროცესში, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ჩვეულებები. 


მეტის ნახვა