სიახლეები



ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე

         იურიდიულმა კომპანია "სამართლის სახლმა", ქართულ-გერმანულ სემინარს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მეცნიერ-თანამშრომლები.

         სემინარის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ გერმანულო მხრიდან პროფ. მარტინ ჰეგერი, ხოლო ქართული მხრიდან პროფ, მერაბ ტურავა. სასემინარო ნაშრომის დამუშავებას კოორდინაციას უწევდა "სამართლის სახლის" ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი.

         სემინარის ფარგლებში მოხდა ქართული და გერმანული კანონმდებლობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ადამიანის ძირითად უფლებებზე სისხლის სამართალთან კავშირში.