მომსახურება
კორპორატიული პაკეტები
 
კორპორატიული პაკეტები


"სამართლის სახლი" ასევე გთავაზობთ კორპორატიულ მომსახურებას იურიდიულ პირთათვის, რომელიც თქვენი სიმშვიდისა და ბიზნესის წარმატების გარანტი გახდება. მიანდეთ თქვენი სამართლებრივი საკითხების მოგვარება პროფესიონალთა გუნდს, რომელიც შეგირჩევთ სამართლებრივი მომსახურების პაკეტს თქვენი კომპანიის საქმიანობისა და და სპეციფიკის გათვლისწინებით. "სამართლის სახლი" გთავაზობთ საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, სადაც მომსახურების საფასური ყოველ კონკრეტულ კლიენტთან ურთიერთშეთანხმებით დგინდება საქმის მოცულობის, სირთულისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით. გთავაზობთ აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის მოქნილ სისტემას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინტერესებზე. 

კორპორატიული მომსახურების სხვადასხვა პაკეტები ითვალისწინებს:

ზეპირ და წერილობით იურიდიული კონსულტაციას.
კლიენტის უზრუნველყოფას ხელშეკრულების სტანდარტული ფორმებით.
პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების რევიზიას, დამუშავებას და შესწორებას კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით.
კლიენტის კონკრეტული მოლაპარაკებების შინაარსიდან გამომდინარე ხელშეკრულების ახალი პროექტების შედგენას.
შიდა სამართლებრივი დოკუმენტების გადამოწმება-შესწორებას, მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის ჩათვლით.
უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფას.
უცხოელ პარტნიორებთან სამართლებრივ საკითხებზე მოლაპარაკებეში მონაწილეობის მიღებას და მათთან ურთიერთობის სამართხლებრივ უზრუნველყოფას.
საგადასახადო სამართლებრივ საკითხებზე კუნსულტაციას და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.
იურიდიული მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმომადგენლობას, კერძოდ დებიტორების წინააღმდეგ გადახდის ბრძანების მოპოვებას და აღსრულების უზრუნველყოფას.
კომპანიის წარმომადგენლობას საჯარო სტრუქტურებთან და ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობისას.
პირად საკითხებზე ხელმძღვანელ პირთათვის და მათ მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობის თანამშრომელთათვის უფასო პირველადი კონსულტაციის გაწევას (სახელშეკრულებო, საოჯახო მემკვიდრეობით, სისხლისსამართლებრივ და სხვა საკითხებზე), ხოლო შემდგომი იურიდიული მომსახურების საჭიროების შემთხვევაში სოლიდურ ფასდაკლებას.
წარმომადგენლობა ადმინისტრაცულ ორგანოებთან, სასამართლო და საარბიტრაჟო სამართლებრივ დავებში.
მუდმივი წარმომადგენლის გამოყოფას, რომელიც კომპანიას ადგილზე მოემსახურება სამუშაო დროის განმავლობაში.
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge