,,საგადასახადო კოდექსში“ შესული ახალი ნორმები 1 იანვრიდან ამოქმედდა

"ჩამოწერას დაექვემდებარა: 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ხანდაზმულობის ვადა შემცირდება- 5 წლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე - 4 წლამდე, 2017 წლიდან - 3 წლამდე.

ფინანსთა მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შესახებ. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

დამატებული ღირებულების გადასახდისგან გათავისუფლდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მონტაჟის, აწყობის, რემონტის, წარმოების, შეკეთების და სხვა მომსახურების სახეების გაწევა.

დავალიანების გადახდევინების გადავადება შესაძლებელი გახდა ერთი წლით, უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს.

სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებების ნორმები გადავადდა 2016 წლის 1 იანვრამდე.

ტურისტული სექტორის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დებულებები.

დღგ-სგან გათავისუფლდა წიგნის დასამზადებლად საჭირო ქაღალდის მიწოდება.

10 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა აქციზის განაკვეთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის.

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვის და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, 2015 წლის 1 ივლისიდან შემოღებული იქნება თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადით დაბეგვრის ე წ. "შერეული სისტემა", რაც მოიცავს როგორც ფიქსირებულ, ისე ე.წ. ადვალურ კომპონენტს. ამასთან, აქციზის გადახდა განხორციელდება არა აქციზური მარკის გატანისას, არამედ საქონლის რელიზაციის/იმპორტის დროს.

მუშავდება არაერთი სხვა საკანონმდებლო ინიციატივა. მათ შორის, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, .საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, განხორციელდება საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. გამარტივდება საბაჟო წესები და პროცედურები. განხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) ნაწილში. გამარტივდება გადასახადის ადმინისტრირება და განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია

სიახლეები
 
კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში
 
სამართლის სახლის ექსპერტის მოხსენება გერმანიაში
 
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შავი ზღვის უნივერსიტეტთან
 
გაფორმდა კორპორატიული მოსახურების ხელშეკრულება "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარ"-სა და "სამართლის სახლ"-ს შორის
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge