სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "აგრესიული ომის" დეფინიცია იცვლება

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "აგრესიული ომის" დეფინიცია იცვლება და კონკრეტდება. "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ტერმინი "აგრესიული ომი" იცვლება "აგრესიის აქტით". 
თავის მხრივ "აგრესიის აქტი" განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცვლილებების თანახმად, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისთვის დაეკისრება, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბებით გაეროს წესდების დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სსკ-ში კონკრეტდება, რომ აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის, დაწყება-წარმოებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტური კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა გააჩნია. 
"სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. როგორც იუტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პარლამენტში წარდგენილი პროექტი თავის მხრივ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარეობს. 

სიახლეები
 
ახალგაზრდა ავტორის სკანდალური წიგნი
 
დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
 
სამართლის სახლის დირექტორი-ს ბეჟან ბეჟუაშვილის ინტერვიუ "ასავალ-დასავალში".
 
საჯარო ლექციას თემაზე: „თანამედროვე სისხლისსამართლებრივი ტენდენციები ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში გერმანიისა და აშშ-ის მაგალითზე“
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge