დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მტკიცებულებათა შეფასების არა მარტო პროცესუალურ, არამედ მატერიალურსამართლებრივ კრიტერიუმებზე (საქმე№ას-872-830-2013).

მოცემულ დავაში ყურადსაღებია სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, რომელიც ეხება, კრედიტორის (.-ის ) ნაცვლად, მესამე პირის მიერ (.ქ-ის) სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების მიღებას.

ამ დავაში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილავალდებულების შესრულების სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე.

აქედან გამომდინარე,დაისვა შემდეგი კითხვები: 1. მ.ქ-ის (მესამე პირის)მიმართ ვალდებულების შესრულებით ა.-ის (კრედიტორის) წინაშევალდებულება ითვლება თუ არა შესრულებულად და აღნიშნული გარემოებარამდენად დგინდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან? 2. სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა თუ არავალდებულების შესრულების ფაქტი(საქმე№ას-872-830-2013)?

დასმულ კითხვებს გაეცა უარყოფითი პასუხი, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 412-ე მუხლები).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ამავე კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებით მოცემულ კონტექსტში, რამაც განაპირობა ნორმის არასწორი განმარტება, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი);  (ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილბა  ას-951-989-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი).

საკასაციო  სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს არაუფლებამოსილი  პირის  მიერ  ზოგადად ვალდებულების შესრულების მიღების წესს, მაგრამ განსახილველი ნორმის განმარტებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ კონკრეტული ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ვალდებულების შესრულების თაობაზე კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სასესხო ვალდებულების შესრულების თავისებურებები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში.

ამდენად, განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოცემული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებთან ერთობლიობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ .-მა(კრედიტორმა) თანხმობა გამოთქვა, ვალდებულების შესრულება მიეღო .ქ- (მესამე პირს), რითაც მათ შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლოში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად შესაძლებელია მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდეს ზეპირი დავალების ხელშეკრულების ნამდვილობა. ამასთან დაკავშირებით,  საკასაციო  სასამართლომ განმარტა, რომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კრედიტორსა და მესამე პირს შორის დავალების ხელშეკრულება ამ უკანასკნელის მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიღებაზე წარმოადგენს კრედიტორის თანხმობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.აქვეუნდა აღინიშნოს, რომ დავალების ხელშეკრულების ნამდვილობა (რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ ფორმას),შეიძლება,დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მოსაზრება განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურსამართლებრივნორმის შინაარსზე, ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვებისთუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმითგანსაზღვრულმაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც,თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად, უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დავალების ხელშეკრულების დასადებად კანონი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს, ის შეიძლება,დაიდოს  ზეპირადაც. მითითებული ნორმის თანახმად,დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია,შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

ამდენად, ამ გარემოებების დადგენისათვის მოწმის ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი), მაგრამ მ. ქ-ის ჩვენება, რაც შეიძლება საკმარისი იყოს ა. ა-თან დავალების ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად,ვალდებულების შესრულების წესი,სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების წესზსა და ფორმაზე, რაც მათ უნდა გაეფორმებინათ მიღება-ჩაბარების აქტით.

საკასაციო პალატაგანმარტა, რომ,იმ შემთხვევაშიც,თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებდნენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე,ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივადმაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებულიინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ანდა კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა).

ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურსამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად.

სიახლეები
 
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან"
 
ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
 
,,საგადასახადო კოდექსში“ შესული ახალი ნორმები 1 იანვრიდან ამოქმედდა
 
სამართლის სახლი ექსპერტის რანგში საერთაშორისო ფორუმზე "სამართალი განვითარებისთვის"
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge