ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
ამა წლის 5 აგვისტოს სამართლის სახლმა უმასპინძლა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მეცნიერ-თანამშრომლებს. სემინარის ფარგლებში მოხდა ქართული და გერმანული კანონმდებლობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ადამიანის ძირითად უფლებებზე სისხლის სამართალთან კავშირში. კოორდინაციას უწევდა სამართლის სახლის ექსპერტი ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი