ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე

იურიდიული კომპანია "სამართლის სახლი" მიმდინარე წლის 5 აგვისტოს უმასპინძლებს ქართულ-გერმანულ სემინარს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მეცნიერ-თანამშრომლები.

სემინარის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან გერმანულო მხრიდან პროფ. მარტინ ჰეგერი, ხოლო ქართული მხრიდან პროფ, მერაბ ტურავა. სასემინარო ნაშრომის დამუშავებას კოორდინაციას უწევს სამართლის სახლის ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი.

სემინარის ფარგლებში მოხდება ქართული და გერმანული კანონმდებლობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ადამიანის ძირითად უფლებებზე სისხლის სამართალთან კავშირში.

                                                                   სამართლის სახლი მოხარულია რომ მსგავს ღონისძიებას მასპინძლობს.

სიახლეები
 
ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
 
სტუდენტების ვიზიტი "სამართლის სახლში
 
ქართულ-გერმანული სემინარი ადამიანის ძირითად უფლებებზე
 
დიდმა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით
1
ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2019 Hol.com.ge