სამართლის სახლის დირექტორი-ს ბეჟან ბეჟუაშვილის ინტერვიუ "ასავალ-დასავალში".

ჩვენებურად ვიბრძვით სამრთლიანობის აღსადგენად მივაჩნია, რომ ასავალ-დასავალს ამ საქმეში ლომის წილი მიუძღვის, რადგან რეჟიმის ბოგინის პირობებშიც კი თამამდ იდგა ადამიანების უფლებათა სადარაჯოზე, ეს გაზეთი ხალხს უყვარს, რადგან სიმართლის ენით საუბრობს. ნება მომეცით, საუბრის დასაწყისშივე კომპანიის სახელით თქვენს მკითხველს თქვენი გაზეთის ფურცლებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია, ხოლო სურვილის შემთხვევაში, სიმბოლურ ფასად კვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული დახმარება შევთავაზოთ. სოციალურად დაუცველებს სრულიად უფასოდ მოვემსახურებით. არ ვეპუებით ხელისუფლების ყოფილ და ამჟამინდელ ავტორიტეტებს და გამარჯვების კონკრეტული მექანიზმებიც გვაქვს.

ბატონო ბეჟან, მაინც რა მექანიზმები გაქვთ სამართლიანობის აღსადგენად იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით კეთილ ნებას არ გამოხატავს?

ძნელია, არ დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში, თუმა, სამართლიანობის აღდგენის ბაზა უამისოდაც არსებობს, უბრალოდ, სწორი მიდგომაა საჭირო. ჩიხში შესული საქმეების შემობრუნება დღევანდელი მწირი კანონმდებლობის ფონზეც შესაძლებელია. სამართლის სახლში შეიკრიბნენ პრაქტიკოსი იურისტები, რომლებმაც სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში უმწიკვლოდ იმუშავეს, ხოლო ექსპერტებად ამ დარგის კორიფეები მოვიწვიეთ, მაგალითად, ყოფილი მთავარი პროკურორი, პროფესორი გია მეფარიშვილი, უზენაესი სასამართლოს პალატის ყოფილი წევრი, პროფესორი ლალი ლაზარაშვილი, რომელმაც სამსახური საკუთარი ნებით დატოვა, რადგან რეჟიმის დირექტივებს არ შეეგუა.

 

ახლა რაც შეეხება, მექანიზმებს : არსებობს იურიდიული ცნება ახალი გარემოება, რისი აღმოჩენის შემთხვევაშიც საქმის ხელახლა გამოძიებაა შესაძლებელი. ჩვენ ასეთ გარემოების ვპოულობთ. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილ საქმეებში აშკარად იკვეთება ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი დანაშაულების კვალი, რომელზეც ჩვენ პროკურატურას მივუთითებთ და პროკურატურას უფლება არა აქვს, აშკარა უკანონობის გამოძიების მოთხოვნას წაუყრუოს. გამოძიების პროცესში კი , იკვეთბა ის ახალი გარემოებები, რომლების დაზარალებულის სასარგებლოდ საქმის შემობრუნებისთვის არის საკმარისი. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ევროპული სამართლის ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში ბრძოლა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში გააგრძელონ და წარმატებით დაასრულონ.

ბატონო ბეჟან, კონკრეტული საქმეების მაგალითზე ხომ არ ჯობს მსჯელობა?

დიახ მზად ვარ შემაშფოთებელი ეპიზოდები მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანო. მოქალაქე ვალერი კევლიშვილი საპროცესო გარიგების მისაღწევად გამომძიებელ გიორგი გრძელიძის შეთავაზებას დათანხმდა და საკუთარი ბინა სახელმწიფოს აჩუქა. ჩუქების შემდეგ მას მართლაც გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და ციხიდანაც გამოუშვეს, თუმცა ამ შეთანხმებაში სიტყვაც არ არის ნახსენები ნაჩუქარ ბინაზე. ჩვენ ამ ფაქტის კვლევისას აღმოვაჩინეთ სენსაციური ინფორმაცია: დღეს ეს ბინა გამომძიებელ გიორგი გრძელიძის მეუღლის სახელზეა გაფორმებული! გამოდის, მადლიერმა რეჟიმმა პატიმრისგან ნაჩუქარი ბინა მის საქმის გამომძიებელს აჩუქა, ხოლო რეჟიმის შეცვლის შემდეგ გამომძიებელმა მეუღლის სახელზე გადააფორმა, რათა კვალი წაეშალა. ამ გარემოების გამოძიება სრულიად საკმარისი იქნება, რათა ვალერი კევლიშვილის მიერ ბინის ჩუქების იძულების დანაშაულს მოეფინოს ნათელი. გამომძიებელი გიორგი გრძელიძე ახლაც მუშაობს შნაგან საქმეთა სამინისტროში!

მართლაც აღმაშფოთებელია 

 მსგავსი კიდევ უამრავი ფაქტი გვაქვს. ნუგზარ ბარბაქაძე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი იყო, ხოლო მერაბ ლურსმანაშვილი- დირექტორი. ორივე შეთითხნილი ბრალდებით დაიჭირეს და საპროცესო გარიგება 2 ათასი ლარის სანაცვლოდ გაუფორმეს, თუმცა მანამდე მათი მეუღლეები ერთსა და იმავე დღეს ქონების მართვის სამინისტროში გამოცხადდნენ და სახელმწიფოს ,“ნებაყოფლობით“აჩუქეს საცხოვრებელი ბინები. ნუგზარ ბარბაქაძის მეუღლე ამის შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. დღემდე ქირით ცხოვრობს. რამდენად ბუნებრივია, რომ 170 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი პატიმრის მეუღლემ ნებით აჩუქოს სახელმწიფოს და ქირით გააგრძელოს ცხოვრება? ეს ბინები დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია. მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატვაა საჭირო, რომ ბარბაქაძესთან მიმართებაში სამართლიანობა აღდგეს

სამართის სახლის დამფუძნებელ თამაზ ელიზბარაშვილსაც ჰქონდა მსგავსი პრეცედენტი, ოღონდ მანქანასთან დაკავშრებით, არა?

სწორადაც გახსოვთ. თამაზ ელიზბარაშვილი დაიჭირეს და გირაოს სახით 6 მილიონი ლარი შეუფარდეს. ამხელა ვალი კაცს კისერზე ედო, თვეში 50 ათას ლარს- პროცენტს იხდიდა და უცებ იფიქრა, მოდი, ბმვ X-5 რომ მყავს, სახელმწიფოს ვაჩუქებო.. ვინ დაიჯერებს, რომ ასე მოხდებოდა? სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: თამაზთან ერთად მისი რძალი სალომე, მძახალი ზურაბ ივანიშვილი და შვილის ნათლია თეიმურაზ მაჭავარიანი დააკავეს. დაკავებასთან ერთად ქალაქის პროკურატურამ თამაზის და მისი რძლის კუთვნილი ორი ბმვ X-5 „ოიღო“ საქმის მასალებიდან ისე ჩანს, თითქოს თამაზს ეს მანქანები იმთავითვე დაუბრუნდა, თუმცა ვიდრე გირაო არ გადაიხადა, დაბრუნებას ვერ მიაღწია ძველი თბილისის რაინობის პროკურორმა გია მიქაიამ თამაზს ზურაბ ადეიშვილის ულტიმატუმი შეატყობინა: 2 მანქანიდან ერთ-ერთი უნდა დაგვიტოვო, თორემ რძალს,  მძახალს და ნათლიას ციხეში შევაბრუნებთო. აი ასეთ სიტუაციაში თამაზ ელიზბარაშვილმა რძლის მანქანის ჩუქება გააფორმა. გია მიქაია დღეს ისევ რაიონის პროკურორია, ჩვენ მასაც, ზურაბ ადეიშვილსაც და პარლამენტარ დავით საყვარელიძესაც აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს

 საყვარელიძე რაღა შუაშია ამ საქმეში?

თამაზსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ჩუქების ხელშეკრულება 2011 წლის 25 თებერვალს გაფორმდა , 14 მარტს კი, მთავარი პროკურორის მოდაგილის დავით საყვარელიძის წერილის საფუძველზე მანქანა მთავარ პროკურატურას გადაეცა. იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის 19 მარტის ბრძანების თანახმად, აღნიშნული მანქანა იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის 19 მარტის ბრძანების თანახმად, აღნიშნული მანქანა იუსტიციის სამინისტროს გადაეცა, თუმცა, ოფიციალურ მფლობელად 22 მარტამდე ელიზბარაშვილი რჩებოდა, ხოლო 22 მარტიდან მანქანა რაღაც მექანიზმით გადაფორმდა შპს „ქარ ენდ თრეიდ ინ კომპანი“-ს სახელზე, რომელიც მანქანების ვაჭრობით და გაქირავებით არის დაკავებული. 7 აპრილს მანქანა რეგისტრაციიდან იხსნება და მის კვალს ვეღარსად მივაკვლიეთ თამაზ ელიზბარაშვილს ეს მანქანა საკუთარი ნებით ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის, რა უფლება ჰქონდა ზურაბ ადეიშვილს, ის შპს- თვის გასაყიდად გადაეცა? ფაქტი ღაღადებს ზურაბ ადეიშვილის დანაშაულზე, რომელმაც როგორც მინიმუმ, სახელმწიფო ქონების განკარგვის კანონიერი საფუძვლები დაარღვია! ან ვინ აიღო მანქანის რეალიზაციის შემდეგ ფული? ფაქტები საკმარისია, რომ საყვარელიძესა და ადეიშვილს ბრალი წარედგინოთ და მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს, დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება!

 

სიახლეები
 
საინფორმაციო სააგენტო "აიანიუსი" სამართლის სახლის შესახებ
 
თბილისის სააპელაციო სასამართომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
 
სამართლის სახლის დირექტორი-ს ბეჟან ბეჟუაშვილის ინტერვიუ "ასავალ-დასავალში".
 
სამართლის სახლის ექსპერტის მოხსენება გერმანიაში
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით

სამართლის სახლი / House of Law

საქართველო, თბილისი 0160

ს.ცინცაძის ქ.N26 (ყოფილი საბურთალოს ქ.)

ტელ:+(995 032) 2190990

E-mail: info@hol.ge

ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2018 Hol.com.ge