ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტთან

2014 წლის 31 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია სამართლის სახლს შორის. მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდული განათლების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო თუ სხვა მიმართულებებით. საქართველოს უნივერსიტეტი და სამართლის სახლი შეთანხმდნენ, ერთი მხრივ, სტუდენტებისათვის სხვადასხვა პრაქტიკული კომპონენტების შეთავაზებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლის სახლის ექსპერტების ჩართულობაზე უნივერსიტეტის ცალკეულ პროექტებში. მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით ხელი მოაწერა სამართლის სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ანა ხურციძემ, ხოლო სამართლის სახლის სახელით, მისმა დირექტორმა, ბატონმა ბეჟან ბეჟუაშვილმა.

სიახლეები
 
გაფორმდა კორპორატიული მოსახურების ხელშეკრულება "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარ"-სა და "სამართლის სახლ"-ს შორის
 
სამართლის სახლი ექსპერტის რანგში საერთაშორისო ფორუმზე "სამართალი განვითარებისთვის"
 
სამართლის სახლის დირექტორის ინტერვიუ
 
ახალგაზრდა ავტორის სკანდალური წიგნი
 
პარტნიორები
 
სასარგებლო ბმულები
 
დაგვიკავშირდით
1
ყველა უფლება დაცულია © 2011 - 2019 Hol.com.ge